ფოტომონტაჟის შემოწმება FotoForensics-ზე
რისთვის
Fotofrensics-ი გვეხმარება დავადგინოთ გამოსახულება შეიცავს თუ არა ფოტომონტაჟს Error Level Analysis ტიპის სკანერის საფუძველზე. ეს ინსტრუმენტი გვიჩვენებს გამოსახულების შეკუმშვის დონეს, რაც არის მონტაჟის ერთერთი პირველი ნიშანი.
როგორ მუშაობს
- შეიყვანეთ გამოსახულების ბმული და დააჭირეთ Upload URL
- აირჩიეთ ELA მარცხენა მხარეს ნაჩვენები მონაცემებიდან
- ყველა მხარეს, ერთსა და იმავე ფერებს უნდა ჰქონდეთ ერთნაირი სიკაშკაშე. თუ გამოსახულების ზოგიერთი ნაწილი ნაკლებად განათებულია ვიდრე სხვა იგივე ფერის გამოსახულება, მაშინ ის შეიძლება იყოს რედაქტირებული.
- ბევრი Noise მიუთითებს სურათის ხარისხის გაუარესებაზე, რაც შეიძლება გამოეწვია გრაფიკული რედაქტორების გამოყენებას.
- დამონტაჟებულ ფოტოზე, ჩასმული ობიექტი ბევრად უფრო ნათელი იქნება, ვიდრე დანარჩენი გამოსახულება.
Recommended Posts