როგორ მოვძებნოთ იუთუბის ვიდეო ადგილის მიხედვით

იუთუბი არ იძლევა საშუალებას, რომ მოძებნო ვიდეოები ადგილის მიხედვით. თუმცა, ზოგჯერ ვიდეო თავად შეიცავს იმ ადგილის  კოორდინატებს, საიდანაც ისინი გამოქვეყნდა, მაგრამ ასეთი ვიდეოების რაოდენობა მცირეა, ამიტომ, საჭიროა სხვა გზა, ამ სახის ინფორმაციის მისაღებად.

ვიდეო ადგილმდებარეობის მიხედვით შეიძლება იპოვოთ Geo Search Tool – ის დახმარებით.

როგორ მუშაობს

  • შეიყვანეთ ინგლისურ ენაზე იმ ქალაქის ან ადგილის სახელი, სადაც გსურთ იპოვოთ ვიდეო
    geo_youtube__1
  • აირჩიეთ დროის ჩარჩო. ეს არის საკმაოდ მოქნილი პარამეტრი, რომელიც საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ვადები – ბოლო საათი, ბოლო რამდენიმე საათი ან რამდენიმე დღე. ასევე შეგიძლიათ მიუთითოთ სასურველი დროის ინტერვალი Custom Range – ის საშუალებით.
  • ძიების შეფეგად აჩვენებს ტოპ 50+ -ს ვიდეოს, ამიტომ მიუთითეთ სასურველი დროის ინტერვალი, რომ გაფილტორს არასაჭირო ვიდეოები.
  • იმისთვის რომ შედეგები იყოს კიდევ უფრო ზუსტი, გამოიყენეთ Show Advanced Search.

geo_youtube__2

  • დაამატეთ საკვანძო სიტყვები, რომელიც შეიძლება მოხსენიებული იყოს ვიდეოში ან აღწერაში.
  • შეზღუდეთ ძებნის რადიუსი. დაიწყეთ 100 კილომეტრით და მერე კიდევ უფრო შეამცირეთ თუ შედეგები შეუსაბამოა.
  • Channels to Search On –ში შეგიძლიათ იმ მომხმარებლის სახელის მითითებაც, ვისი ვიდეოს ნახვაც გსურთ.
  • Creative Commons Only Results –ში მხოლოდ იმ ვიდეოებს აჩვენებს, რომელიც ლიცენზირებულია Creative Commons წესით.
  • Embeddable Only Results – აჩვენებს იმ ვიდეოებს, რომელიც განთავსბეულია გარე საიტებზე.
  • Live Only Results – ეძებს მხოლოდ პირდაპირ ტრანსლაციებს.

geo_youtube__3

  • ძიების შედეგებში ვიდეოები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით განთავსდება – უახლესიდან უფრო ძველისკენ. ყოველ ვიდეოს აღწერაში აქვს სახელი, ატვირთვის თარიღი და იუთუბის არხის სახელი.
  • ამის გარდა, შეიძლება გამოიყენოთ ვიდეოს კადრებით ძიება გუგლის  reverse image search-ის დახმარებით.
Recommended Posts