ფოტოს გადამოწმება – როგორ მუშაობს?

Verify – დაგეხმარებათ სწრაფად გადაამოწმოთ ფოტო.

შევეცადოთ გავიგოთ, რა არის ეს სურათი – ნამდვილი თუ ყალბი
national_guard

ეს მემე, რომელშიც მოხსენიებულია უკრაინის ეროვნული გვარდია, საკმაოდ პოპულარული იყო არა მარტო რუსულენოვან საიტებზე, არამედ მთელ ინტერნეტ სივრცეში. მოდით, გავარკვიოთ რამდენად ნამდვილია ის.

გავიაროთ ის ნაბიჯები, რომელსაც Verify გვთავაზობს:
1პირველ რიგში ვეძებთ წყაროს
2აღმოჩნდა რომ ეს საკმაოდ რთულია, რადგან 2 წლის განმავლობაში უამრავ გასართობ საიტზე იდებოდა იგივე მემე. Google Image Search გვიჩვენებს ათობით იდენტურ ეგზემპლარს ორიგინალის მითითებების გარეშე.
3

TinEye შეიძლება გაუმკლავდეს უკეთესად ამ ამოცანას. ძებნის შემდეგ ის გვიჩვენებს არა მარტო იდენტურ ფოტოებს არამედ იგივე ფოტოს შეცვლილი დიზაინითაც. თუმცა მხოლოდ იმ ფოტოებს რომლებიც ასევე მემეებს წარმოადგენს.
4

როგორც ჩანს მდგომარეობა უიმედოა. რეალურ წყაროს ვერ ვპოულობთ. მაშინაც კი თუ ამის რალური ფოტო არსებობს, ის დამალულია ასობით მემეს უკან.

ფოტოზე ასახული მოვლენის ძებნა

თუ გამოსახულების ტექნიკური მახასიათებლები არანაირად არ გვაახლოებს ორიგინალთან, ამაში შეიძლება დაგვეხმაროს ის, რაც მასზეა ასახული.

ვიცით რომ ფოტოზე გამოსახულია რაღაც სმხედრო წრთვნები, ადგილის მითითების გარეშე. ამიტომ ვიწყებთ ისეთი საკვანძო სიტყვებით(keyword) ძებნას, რომელიც ყველაზე ახლოს არის ამ მოვლენასთან.

თარიღზე ინფორმაცია არ გვაქვს ამიტომ ვირჩევთ „არ ვიცი თარიღი” და შეგვყავს  [нацгвардия гранатомет]5

საძიებო სისტემაში გადადით სურათების განყოფილებაში და შედეგებს მაშინვე ნახავთ.
6

რამდენიმე ფოტოზე ხდება იგივე მოქმედება რაც ჩვენს მემეზე. ეს საკმარისი ინფორაციაა იმისთვის, რომ ვივარაუდოოთ – ეს ფოტო იმავე დროსაა გადაღებული, როცა ჩვენი ფოტო. ერთერთი სურათის მეშვეობით ირკვევა რომ ეს არის 2014 წლის მარტში კიევის მახლობლად ნოვი პეტროვსკის ეროვნული გვარდიის წვრთნის ფოტოები. ახლა უკვე ვიცით მოვლენა, რასაც ეს ფოტო ასახავს. ახლა უბრალოდ ამ მოვლენის ამსახველი სხვა ფოტოების პოვნა გვჭირდება.

ჩვენ ვეძებთ მოვლენების ყველა შესაძლო ფოტოს

თუ ფოტოს უფრო ახლოდან დავაკვირდებით და დავინახავთ UNIAN-ის ლოგოს. შესაბამისად თუ მოვლენას იღებდა ამ სააგენტოს ფოტოჟურნალისტი, მარტივია მათი ფოტოების ინტერნეტში ნახვა და დამატებითი ინფორმაციის მიღება.
7

Google – ის ყოვლისმომცველი ძებნის ოპერატორები საშუალებას იძლევა ვიპოვოთ ეს ფოტოები მომენტალურად. ამისთვის უბრალოდ, უნდა შეივყვანოთ საძიებო ველში [Нацгвардія навчання site: unian.net] და მივუთითოთ დროის ჩარჩო – 2014 წლის მარტამდე, ანუ ის თარიღი, როდესაც ეს ამბავი მოხდა.

ამ ძიების ტერმინებთან დაკავშირებული მხოლოდ ერთი გვერდია:
8შევდივართ ამ გვერდზე, ვნახულობთ ფოტოებს და აი ჩვენი ფოტოც. ის ფაქტი, რომ ახალი ამბების სააგენტოს ოფიციალურ საიტზე ფოტოსურათი არის ორიგინალი, ეჭვგარეშეა.
9

სულ ეს იყო. ახლა ჩვენ უკვე ვიცით, რომ პოპულარული მემე, უკრაინის ეროვნული გვარდიის შესახებ დამონტაჟებულია.
10

Recommended Posts